სამცხე-ჯავახეთის მხარე

                                                          სამცხე-ჯავახეთის მხარე




სამცხე-ჯავახეთის მხარე
 – მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხისჯავახეთის და თორისტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SJ.

მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 160,504 , მათ­გან 48,28% ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლი იყო, 50,52% კი სო­მე­ხი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე - 25 კაცს.
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

სამცხე-ჯავახეთში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით: ადიგენის მუნიციპალიტეტი; ასპინძის მუნიციპალიტეტი; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი; ახალციხის მუნიციპალიტეტი; ბორჯომის მუნიციპალიტეტი; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.
მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:
  • 1994 - ვლადიმერ ბაქრაძე
  • 1998 - გიგლა ბარამიძე
  • 2002 - თემურ მოსიაშვილი
  • 2003 - გელა კვარაცხელია
  • 2004 - ნუგზარ პარუნაშვილი
  • 2004 - ნიკო ნიკოლოზიშვილი
  • 2005 - გიორგი ხაჩიძე
  • 2008 - ლაშა ჭკადუა
  • 2012 - ივანე წიკლაური
  • 2013 - აკაკი მაჭუტაძე
  • 2018 - კახა სამხარაძე

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:


Comments

  1. დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ძველი მესხეთის ნაწილია და აერთიანებს სამ ისტორიულ პროვინციას - სამცხეს, ჯავახეთსა და თორს. ტერიტორიის ფართობია 6 421კმ2. მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს - ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. რეგიონს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რაც მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარების საშუალებას იძლევა. აქ გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ტრანსკავკასიური გაზსადენი, ასევე მარაბდა-კარწახი-ყარსის რკინიგზა. წარსულში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კულტურულად დაწინაურებული პროვინცია მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით - ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარიდან და ყორღანული სამარხებიდან დაწყებული, ციკლოპური ტიპის, უზარმაზარი ლოდებისგან მშრალად ნაშენი ციხე-ნამოსახლარებით, გალავნებით, კოშკებითა და აკლდამებით დამთავრებული. ბუნების ძეგლებიდან აღსანიშნავია მდინარე ქვაბლიანის აუზში, გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე მესამეული პერიოდის განამარხებული ფლორა, რომელიც "გოდერძის ნამარხი ტყის~ სახელწოდებით არის ცნობილი; ასევე ჯავახეთის ეროვნული პარკი - ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ტრასა.

    ReplyDelete

Post a Comment